ანა დოლიძე: აღარ ვაკეთებ კომენტარს მეთოფიშვილისნაირ ადამიანებზე, მას იუსტიციის საბჭოს ჟირინოვსკი დავარქვი

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე, სერგო მეთოფიშვილის მის მიმართ გამოთქმულ ბრალდებას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც დოლიძე პოლიტიკოსი უფროა, ვიდრე სასამართლოს ნაწილი.
როგორც მან განაცხადა, საბჭოს უმრავლესობას შიში აქვს აქტიური საბჭოს წევრების და ის სერგო მეთოფიშვილს იუსტიციის საბჭოს ჟირინოვსკს უწოდებს.
„მე, ძალიან დიდი ხანია აღარ ვაკეთებ კომენტარს ბატონი სერგოს და მისნაირი ადამიანების გამონათქვამებზე. მას დავარქვი, იუსტიციის საბჭოს ჟირინოვსკი. მე ვფიქრობ, საბჭოს უმრავლესობას, რა თქმა უნდა, აქვს შიში აქტიური საბჭოს წევრებისა. მათ დისკომფორტს აყენებს და ეს კარგად გამოჩნდა დღეს, ჩვენი მოღვაწეობა, როდესაც ნაზი ჯანეზაშვილს ჩამოართვეს სიტყვა კითხვის დასმის დროს. გარდა ამისა, ჩვენ გასაუბრების დროს გვიხდება მუშაობა სრულიად არასამუშაო პირობებში, იუსტიციის საბჭოს მოსამართლე წევრები კარნახობენ პასუხებს მოსამართლე კონკურსანტებს, ხმაურობენ, ჩურჩულებენ, გვაწყვეტინებენ გამოსვლებს და ხანდახან გვართმევენ სიტყვასაც. ეს ყველაფერი ხდება მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ნაზი ჯანეზაშვილმა და მე არ შევასრულოთ მოვალეობა, დავსვათ კითხვები, რომელსაც ძალიან ბევრი კონკურსანტი უბრალოდ ვერ პასუხობს. ამას ჩვენი მოსახლეობა კარგად ხედავს“, – განაცხადა ანა დოლიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები