ნიკოლაიშვილი: “რუსთავი 2”-ის საქმეზე იმდენად კატეგორიულია სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომ ინტერპრეტირებისთვის არანაირ საფუძველს არ ტოვებს

იმდენად კატეგორიული და ერთმნიშვნელოვანია სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომ ინტერპრეტირებისთვის არანაირ საფუძველს არ ტოვებს, – ასე აფასებს იურისტი გელა ნიკოლაიშვილი სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ საქმესთან დაკავშირებით.
როგორც ნიკოლაიშვილმა მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერნეციაზე განაცხადა, ერთი-ორი გამონაკლისის გარდა, ვერავინ ბედავს, თქვას, რომ სტრასბურგის სასამართლო მიკერძოებულია.
„ძალიან საინტერესო დღე იყო, დიდი მოლოდინი ჰქონდა ყველას ამ დღის მიმართ. შეფასებებში როგორც მოსალოდნელი იყო არის განსხვავება. მაგრამ, იმდენად კატეგორიული და ერთმნიშვნელოვანია სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომ ინტერპრეტირებისთვის არანაირ საფუძველს არ ტოვებს. აქედან გამომდინარე, შეფასებები იმ მიმართულებით წავიდა, ხომ არ იყო რაიმე გავლენები. აქ ჩიხში შესულები არიან ის ადამიანები, ის პოლტიკოსები , რომლებიც აცხადებენ, რომ თავად პროევროპულები არიან და სხვები პრორუსები, თავად დემოკრატები არიან და სხვები არადემოკრატები. პრაქტიკულად ვერავინ ბედავს, ერთი-ორი გამონაკლისის გარდა, თქვას, რომ სტრასბურგის სასამართლო მიკერძოებულია, პრორუსულია, იქ გავლენებია. ეს მხოლოდ გია ბარამიძემ და შალვა ნათელაშვილმა.
როგორც ჩანს, თანაგუნდელებმა თითი დაუქნიეს, ნათელაშვილს ვერავინ დაუქნევდა თითს, თუმცა გია ბარამიძე მალევე გააქრეს საჯარო სივრციდან და სხვებმა, მისმა თანაპარტიელებმა თქვეს, კი, არ ვეთანხმებით, ჩვენთვის მოულოდნელია, მაგრამ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას ვიღებთ როგორც კანონიერს, როგორც სამართლიანსო. ამ შემთხვევაშიც წინააღმდეგობაა: თუ არ ეთანხმები, თუ მიიჩნევ, რომ სტრასბურგის სასამართლომ ისეთი გადაწყვეტილება მიიღო, რომელიც ქართულ დემოკრაატიას ვნებს, როგორც ეს გიგა ბოკერიამ განაცხადა, მაშინ, გამოდის, რომ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება, არ არის სამართლიანი. ამასაც ვერ ამბობენ, რომ არ არის სამართლიანი.
სტრასბურგის სასამართლომ გადაწყვიტა, რომ საქართველოს სასამართლოებმა კანონით გათვალისწინებული ნორმები დაიცვეს, არავითარი უკანონობა და უსამართლობა არ ჩაუდენიათ. ეს უნდა იყოს ძალაში, აღსრულების შეჩერება მოხსნილია, არ დარღვეულია საკუთრების უფლება, გამოხატვის თავისუფლება. ეს ერთხმად, შვიდივე მოსამართლემ გააჟღერა. ერთადერთმა მოსამართლემ იმ შვიდიდან თქვა, რომ შესაძლოა, მოსამარლეები იყვნენ მოტივირებულები და ამის პრაქტიკულად, ერთადერთ მტკიცებულებად, რაც მე მოვასწარი და გავეცანი, წარმოადგინეს რომ ურთმელიძის ცოლმა, როცა მას უშვერი სიტყვებით ლანძღავდა ნიკა გვარამია, დაწერა რაღაც ისეთი პოსტი, რომელიც აღიქვა ამ ერთადერთმა მოსამართლემ, რომ რახან ცოლი აფიქსირებს ამ პოზიციას, შესაძლოა, ქმარიც ამ პოზიციაზეა“, – განაცხადა ნიკოლაიშვილმა.
მისივე თქმით, მცდარია მოსაზრება, რომ თუ „რუსთავი 2-ის“ მფლობელი შეიცვლება, საქართველოში დემოკრატია დაიმარხება.
„დღეს ამბობენ, რომ დარჩათ ერთი გზა, გაასაჩივრონ დიდ პალატაში. დიდი პალატა დასაშვებობაზეც იმსჯელებს და დარწმუნებული ვარ, დასაშვებადაც არ ცნობს და არც განიხილავს . ვთქვათ, განიხილა და უარი უთხრა, ან დასაშვებად არ ცნო, მერე ხომ უნდა თქვან, რომ პირწმინდად წააგეს?
დღეს სამბობენ , რომ „რუსთავი 2-ის“ მფლობელი თუ შეიცვალა, საქართველოში დემოკრატია დაიმარხება . ჯერ ერთი ამით ძალიან დიდი შეურაცხყოფას გაყენებენ თქვენ , ყველა იმ ჟურნალისტს, რომელიც „რუსთავი 2-ში“ არ მუშაობს, ასევე სხვა ტელევიზიებს . ანუ ამბობენ, ჩვენ ვართ მხაოლოდ დემოკრატიის ბურჯი და ეს ტელევიზიები არაფერს წარმოადგენენო. რაც მთავარია, ამბობენ, რომ ჩვენ ვართ მხოლოდ პროევროპულები და თქვენ ხართ ვიღაცების რუპორები და გამხმოვანებლებიო.
„რუსთავი 2“ 2 დამოუკიდებელი კი არა, ყველაზე მეტად დამოკიდებულია, იმიტომ, რომ ესაა პარტიული ტელევიზია. სარედაქციო დამოუკიდებლობა არასდროს ჰქონიათ.
დღეს ტელევიზიის გახსნას არაფერი უდგას წინ, წავიდნენ ეს ადამიანები გახსნან თავისი ტელევიზია, მით უმეტეს აქვთ „მარაო“, „მესამე“ , რაღაც იუმორისტული არხი. რა პრობლემაა? რატომაა ასეთი საპანიკო? თუ „რ“ რომ აწერია, ეს არის მთავარი? თვითონ არ ამბობენ, ლოგო კი არ არის მთავარი, მთავარი ჟურნალისტებიაო? “- განაცხადა ნიკოლაიშვილმა.
ცნობისთვის, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ „რუსთავი 2“-ის საქმეზე გადაწყვეტილება გუშინ გამოაცხადა. სასამართლომ საქმეზე კონვენციის დარღვევა არ დადგინა და შეჩერების მექანიზმი მოიხსნა.
ბიზნესმენმა ქიბარ ხალვაშმა სასამართლო დავა 2015 წელს დაიწყო. 2017 წლის მარტში საქართველოს უზენაესმა სასამართლომ „რუსთავი 2“ ქიბარ ხალვაშსა და კომპანია „პანორამას“ მიაკუთვნა. „რუსთავი 2“-მა და მისმა მფლობელებმა სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართეს. სტრასბურგის სასამართლომ გადაწყვეტილების მიღებამდე დროებითი ღონისძიება გამოიყენა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება შეაჩერა.
თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები