ირაკლი ოქრუაშვილი ქიბარ ხალვაშის მიერ რეესტრში დარეგისტრირებულ “რუსთავი2”-ის წილებზე ყადაღას ითხოვს
პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი ბიზნესმენის და ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის ახალი მფლობელის, ქიბარ ხალვაშის მიერ გუშინ რეესტრში დარეგისტრირებულ “რუსთავი2”-ის წილებზე ყადაღას ითხოვს. როგორც ის აცხადებს, აღნიშნული ტელეკომპანია მისი საკუთრებაა.
ხოლო რაც შეეხება სარჩელს, ის მომავალ კვირაში შევა საქალაქო სასამართლოში, მოთხოვნით, რომ “რუსთავი2” ირაკლი ოქრუაშვილს გადაეცეს.
ცნობისათვის, ჯერ კიდევ 2016 წელს მედიასივრცეში გამოჩნდა 2010 წელს ბერლინში გაფორმებული დოკუმენტი, რომლის საფუძველზეც ქიბარ ხალვაში თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ტელეკომპანიაზე საკუთრების უფლების მქონე ნომინირებული პირი იყო და თუ ხალვაში შეთანხმებას დაარღვევდა მან ოქრუაშვილს 7 მილიონი დოლარი პროცენტებთან ერთად უნდა გადაუხადოს.