“საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი” (IRI) ახალ კვლევაში დაინტერესდა, რა დამოკიდებულება აქვთ ამა თუ იმ პოლიტიკოსების მიმართ მოქალაქეებს. ჩატარებული კვლევის მიხედვით, ყველაზე მაღალი რეიტინგი „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთ ლიდერს, დავით ბაქრაძეს აქვს. მეორე ადგილზე თბილისი მერი კახა კალაძეა, მესამე პოზიციაზე „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი გრიგოლ ვაშაძეა.
უფრო კონკრეტულად კი გამოკითხულთა პასუხები ასე გამოიყურება: დავით ბაქრაძე – დადებითი 59%, უარყოფითი 34%, არ მსმენია 1%, არ ვიცი 6%. მერი კახა კალაძე – დადებითი 49%, უარყოფითი 43%, არ მსმენია 1%, არ ვიცი 6%. გრიგოლ ვაშაძე – დადებითი 48%, უარყოფითი 43%, არ მსმენია 1%, არ ვიცი 8%.
IRI-ს დაკვეთით საზოგადოებრივი აზრის კვლევა IPM-მა, 20 მაისიდან 11 ივნისის ჩათვლით ჩაატარა. საქართველოს მასშტაბით გამოიკითხა 1500 ადამიანი. კვლევის ცდომილება 2.5 პროცენტს შეადგენს.