საქართველოს დელეგაციამ გაერო-ს მაღალი დონის პოლიტიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს დელეგაციამ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის, კახა კახიშვილის ხელმძღვანელობით 13-19 ივლისს ნიუ-იორკში მდგრადი განვითარების მიზნების (SDG) შესახებ გაერო-ს მაღალი დონის პოლიტიკურ ფორუმში (HLPF) მიიღო მონაწილეობა.
როგორც “კვირას” მთავრობის ადმინისტრაციიდან აცნობეს, აღნიშნული ფორუმის მთავარი თემა „მოქალაქეთა გაძლიერება, ინკლუზიურობისა და თანასწორობის უზრუნველყოფა“ იყო. HLPF-ის ფარგლებში, გაერო-ს მდგრადი განვითარების მიზნების შესრულებასთან დაკავშირებით 47-მა ქვეყანამ ეროვნული ანგარიში წარადგინა.
ფორუმის მინისტერიალის დონეზე გამართულ გენერალურ დებატებზე საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია მოხსენებით წარსდგა და ქვეყნის მიერ მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელების კუთხით გადადგმული ნაბიჯები და მიღწეული პროგრესი შეაჯამა.
მოხსენებაში აქცენტი გაკეთდა ძლიერი სახელმწიფო ინსტიტუტების მშენებლობის, თავისუფალი სამოქალაქო საზოგადოების, ანგარიშვალდებული და კორუფციისგან თავისუფალი მმართველობის, ასევე განათლების ხელმისაწვდომობის, გარემოსდაცვისა და მდგრადი ეკონომიკური განვითარების მიმართულებით საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესზე. მნიშვნელოვანი გზავნილი იყო განათლების სფეროს დაფინანსების ზრდა (მშპ-ის 6% წილი), ასევე საქართველოს საერთაშორისო რეიტინგებში დაწინაურება.
გარდა ამისა, საქართველოს დელეგაციამ მონაწილეობა მაღალი დონის პოლიტიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ სხვადასხვა თემატურ სესიებში, ორმხრივ და მრავალმხრივ შეხვედრებში მიიღო, სადაც მონაწილე ქვეყნებს საქართველოს გამოცდილება SDGs-ის განხორციელების კუთხით სხვადასხვა საკითხის შესახებ გაუზიარა.
ცნობისათვის, ეროვნულ დონეზე მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელებას საქართველოში მთავრობის ადმინისტრაცია უწევს კოორდინაციას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები