თამარ ჩუგოშვილი: ბატონ ნიკას შეუძლია, საკუთარ თავს დააბრალოს ის შედეგები, რაც მივიღეთ

ბატონ ნიკას შეუძლია, საკუთარ თავს დააბრალოს ის შედეგები, რაც მივიღეთ, – ამ სიტყვით დაეთანხმა პარლამენტის ვიცე-სპიკერი „იმედის“ ეთერში წულუკიანის განცხადებას, რომ სტრასბურგის გადაწყვეტილება იყო ვერდიქტი ნიკა გვარამიას მისამართით.

თამარ ჩუგოშვილის თქმით, „რუსთავი 2“-ის საკუთრების დავის განხილვის გამო სასამართლო სისტემამ მძიმე დარტყმები მიიღო.

„არა მხოლოდ გადაწყვეტილებაში, არამედ განცხადებაშიც კი ჩაწერა სტრასბურგის სასამართლომ, რომ ისე მოქცევა, როგორც იქცეოდა ტელევიზიის დირექტორი მოსამართლეების მიმართ და არამხოლოდ ეს, ბევრი სხვა რამ, ამ ყველაფერის შედეგად მივიდა სასამართლო იმ გადაწყვეტილებამდე, რა გადაწყვეტილებამდეც მივიდა. ამიტომ ბატონ ნიკას შეუძლია, საკუთარ თავს დააბრალოს ის შედეგები, რაც მივიღეთ. „რუსთავი 2“-ის საკუთრების დავის განხილვის გამო მძიმე დარტყმები მიიღო სასამართლო სისტემამ, ვისაც არ დაეზარა, ყველამ შეურაცხყოფა მიაყენა, ყველამ შეაწმინდა ხელი და ყველანაირი ცუდი თქვა სასამართლოსთან და სასამართლოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, სრული დემონიზება იყო იმ ადამიანებისა, რომლებიც ამ საქმეებს განიხილავდნენ და მე ვფიქრობ, ახლა მათ ვიღაცამ ბოდიში უნდა მოუხადოს“. – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები