ნიკა გვარამია: თუ გგონიათ, რომ აქ გავმაგრდები და შიმშილობას მოვაწყობ, ძალიან ცდებით

თქვენ თუ გგონიათ, რომ აქ გავმაგრდები და შიმშილობას მოვაწყობ, ძალიან ცდებით, – ამის შესახებ „რუსთავი 2“-ის ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ ახალ დირექტორ პაატა სალიასთან ტელეკომპანიის შენობაში შეხვედრისას განუცხადა.

არხის ყოფილი და მოქმედი გენერალური დირექტორი ერთმანეთს რამდენიმე წუთის განმავლობაში ესაუბრებოდნენ.

პაატა სალიამ ნიკა გვარამიას განუმარტა, რატომ მივიდა ტელეკომპანიაში, რაზეც ნიკა გვარამიამ უთხრა, რომ მას „არ აინტერესებს პაატა სალიას სამომავლო გეგმები“.

„მსურს, არ შეფერხდეს არხის მუშაობა. მაინტერესებს იმ ადამიანებთან შეხვედრა, ვინც მუშაობს. ასევე, მინდა შეხვედრა ვინც ფინანსურ და სამართლებრივ საქმიანობასთან არის დაკავშირებული, რათა კომპანიამ შეუფერხებლად გააგრძელოს საქმიანობა. რაც შეეხება ჟურნალისტებს, ამ ნაწილში არ ვერევი. ცივილურად მოვედი, რათა არხი გადავიბარო“, – განაცხადა პაატა სალიამ.

თავის მხრივ, ნიკა გვარამიამ პაატა სალიას უპასუხა და განაცხადა, რომ „ვერ ითანამშრომლებს კოლაბორაციონისტებთან“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები