ნეპალში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 90-მდე გაიზარდა

ნეპალში წყალდიდობისა და მეწყერის ჩამოწოლის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 90-მდე გაიზარდა, 31 ადამიანი დაკარგულად მიიჩნევა.
ინფორმაციას სააგენტო ANI ქვეყნის შს სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
უწყების ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით 3366-ზე მეტი ადამიანი იქნა გადარჩენილი.
გამოცემა აღნიშნავს, რომ სანიტარული პირობების არარსებობის ფონზე ეპიდემიების გაზრდის საფრთხე მაღალია.
ნეპალის მთავრობას მეზობელი ქვეყნებისთვის დახმარებისთვის, ჯერჯერობით, არ მოუმართავს.
ნეპალში გადაუღებელი წვიმა 11 ივლისს დაიწყო და ქვეყნის 70 რაიონიდან 31-ს შეეხო.
ხელისუფლების მონაცემით, სტიქიას 27 ათასი პოლიციელი, 8 ათასი სამხედრო და 8150 შეიარაღებული საპოლიციო ძალა ებრძვის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები