თურქეთში, მიკროავტობუსის გადაბრუნების შედეგად, 15 ადამიანი დაიღუპა

თურქეთში, ვანის პროვინციასთან მიკროავტობუსის გადაბრუნების შედეგად, 15 ადამიანი დაიღუპა, 20-ზე მეტი კი დაშავდა.
Anadolu-ს ინფორმაციით, მიკროავტობუსს უკანონო მიგრანტები გადაჰყავდა.
წინასწარი ინფორმაციით, მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და მიკროავტობუსი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა.
პროვინციის გუბერნატორის ინფორმაციით, დაღუპულთა შორის არიან ქალები და ბავშვები.
მომხდარის გამოძიება დაწყებულია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები