„ნაციონალური მოძრაობა“ რადარიდან ქრება“

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ქართულ პოლიტიკურ სპექტრში, ამ ეტაპზე რეალურ ოპოზიციას ვერ ხედავს, – ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა პრესკონფერენციაზე საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა. მისი თქმით, ის „ნაციონალურ მოძრაობას“ ძლიერ ოპოზიციად ვერ აღიქვამს.
„სამწუხაროდ „ნაციონალურ მოძრაობას“ ვერ აღვიქვამ ძლიერ ოპოზიციად, რადგან მათი რეიტინგი დღითიდღე ეშვება. სად არიან, თვითონაც აღარ იციან. ასე ვთქვათ, რადარიდან, პოლიტიკური სივრციდან ქრებიან. ეს ავტომატურად ხდება, ჩვენ ამაში წვლილი არ მიგვიძღვის. ეს არის შედეგი იმისა, რაც წლების განმავლობაში დათესეს. ეს არის მათი მუშაობის შედეგი წლების განმავლობაში. რაც შეეხება იმას, ვთვლით თუ არა რომელიმე პოლიტიკურ ძალას რეალურ ოპოზიციად და ვის აღვიქვამ, სამწუხაროდ, არ არის არავინ. რა თქმა უნდა, ჩვენ ვისურვებდით, იყოს რეალურად ძლიერი ოპოზიცია, კონსტრუქციული ოპოზიცია, ობიექტური ოპოზიცია, სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ოპოზიცია. ეგ არის ჩემი სურვილი, აბსოლუტურად გულწრფელად ვამბობ, მაგრამ ის, თუ რამდენად, ან რომელ პოლიტიკურ ძალაზეა საუბარი, გამიჭირდება. მე ვიცი განწყობები და შეფასებები, თითოეული რაიონისა და თიოთოეული სოფლის მიხედვით. იქ „ქართული ოცნება“ 5 თავით მაღლა დგას ყველგან. არავინ არ ჩანს რეალურად, სამწუხაროდ. ალბათ განვითარდება ეს ოპოზიციაც..“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები