აშშ-მ თურქეთი F-35-ის პროგრამიდან მოხსნა – რუსეთი მზად არის, ანკარას Су-35 მიაწოდოს
რუსეთი მზად არის, თურქეთს სუ-35 ტიპის გამანადგურებლები მიაწოდოს. გადაწყვეტილება მას შემდეგ იქნა მიღებული, რაც ვაშინგტონმა ანკარა F-35-ის პროგრამიდან რუსული ს-400-ის შეძენის გამო მოხსნა.
როგორც რუსული „როსტეხის“ ხელმძღვანელმა, სერგეი ჩემეზოვმა განაცხადა, გამანადგურებლების მიწოდება იმ შემთხვევაში მოხდება, თუ ამას თურქული მხარე ისურვებს.
17 ივლისს თეთრმა სახლმა თურქეთის მიერ რუსული საზენიტო-სარაკეტო სისტემების ს-400-ის შეძენისთვის, მეხუთე თაობის F-35 ტიპის გამანადგურებლების პროგრამიდან მოხსნა.
ანკარასთვის ვაშინგტონის გადაწყვეტილება, სავარაუდოდ, მოულოდნელი არ ყოფილა, რადგან შეერთებული შტატები აფრთხილებდა მას, რომ რუსული სისტემების შეძენის შემთხვევაში ის ეკონომიკური სირთულეების წინაშე აღმოჩნდებოდა. ანკარა კი მოუწოდებს ვაშინგტონს, შეცვალოს გადაწყვეტილება, რომელიც „ორი ქვეყნის ურთიერთობას მნიშვნელოვან ზიანს მიაყენებს“.
თეთრი სახლის გადაწყვეტილებას ნატო-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ „თურქეთის მიერ ნატო-ში გაკეთებული შენატანი გაცილებით ღრმა და ფართეა, ვიდრე F-35-ია“. მისი თქმით, თურქეთმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა სირიაში „ისლამური სახელმწიფოს“ დამარცხების საკითხში.