სტოლტენბერგი რუსეთს კოორდინირებულ პასუხს გასცემს
ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი მცირე და საშუალო რადიუსის მოქმედების რაკეტების შეთანხმების შესრულებას არ დაუბრუნდება, ალიანსი მას კოორდინირებულ პასუხს გასცემს.
ამის შესახებ სტოლტენბერგმა ასპენის უსაფრთხოების ფორუმზე განაცხადა.
„რას გავაკეთებთ, თუ ისინი არ დაუბრუნდებიან შეთანხმების შესრულებას? გადავწყვიტეთ, რომ ამას ვუპასუხებთ. პასუხი გააზრებული და კოორდინირებული იქნება“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.
მისი თქმით, ნატო-ს პასუხის გასაცემად რამდენიმე ვარიანტი აქვს. კერძოდ, ეს შეიძლება, იყოს რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის გაძლიერება თუ საჯარისო შენაერთების გაზრდა.
მანამდე სტოლტენბერგი შეთანხმების შენარჩუნებაზე პასუხისმგებლობას რუსეთს აკისრებდა და მოუწოდებდა, მოსკოვს შეთანხმების შენარჩუნებისთვის „უკანსკნელი შანსი“ გამოიყენოს.