სომხეთში დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა, არიან დაშავებულები (ვიდეო)
სომხეთის ქალაქ იჯევანში დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა, რომლის შედეგად 9 ადამიანი დაშავდა, ისინი საავადმყოფოში არიან გადაყვანილი.
აქციის მონაწილეები ტყეში ხეების დასაჩეხად მათ დაშვებას ითხოვდნენ და ცენტრალური მაგისტრალი გადაკეტეს.
სამართალდამცველები მათ ამის საშუალებას არ აძლევდნენ. შეტაკების დროს პოლიციის მისამართით დემონსტრანტები ქვებს ისროდნენ.
სომხეთის ჯანდაცვის სამინისტრის ცნობით, ჰოსპიტალიზირებულებს, ძირითადად, მსუბუქი დაზიანებები აღენიშნებათ.
ამჟამად, გზა კვლავ გადაკეტილია.