რუსეთში, ტვერის ოლქში ატომური ელექტროსადგურის სამი ბლოკი გაჩერდა
რუსეთში, ტვერის ოლქში მდებარე კალინინსკის ატომურ ელექტროსადგურზე პირველი, მეორე და მეოთხე ენერგობლოკები ერთდროულად გაჩერდა.
ინფორმაციას რუსული მედია „როსენერგოატომის“ წარმომადგენელზე დაყრდნობით ავრცელებს.
მისი თქმით, მომხდარის მიზეზი დგინდება.
კალინინსკის ატომური ელექტროსადგური 1974 წელს აშენდა, ექსპლუატაციაში კი 1984 წელს შევიდა.
სადგურში ოთხი ენერგობლოკია, თითოეული მათგანი 1000 მეგავატ ელექტრო სიმძლავრის არის.
აღსანიშნავია, რომ ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის კატასტროფა, რომელიც 1986 წლის 26 აპრილს მოხდა, მეოთხე ენერგლობლოკის გაჩერებამ გამოიწვია.
ავარიის დროს ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე ოთხი რეაქტორი მუშაობდა. თითოეული მათგანი РБМК-1000, 1000 მეგავატი ელექტრო სიმძლავრის იყო.