იენს სტოლტენბერგს ახალი მოადგილე ჰყავს

ნატო-ს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს ახალი მოადგილე, რუმინელი მირჩე ჯოანე ჰყავს, რომელმაც თანამდებობაზე როუზ გოტმიოლერი შეცვალა.
ამის შესახებ ინფორმაცია ჩრდილოატლანტიკური ალიანსის საიტზე განთავსდა.
როუზ გოტმიოლერი თანამდებობას 2016 წლის ოქტომბრიდან იკავებდა.
მირჩე ჯოანე რუმინეთში ასპენის სახელობის ინსტიტუტის დამფუძნებელი და პრეზიდენტია. სხვადასხვა დროს იგი რუმინეთის სენატის თავმჯდომარის, საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობას იკავებდა, ასევე, აშშ-ში რუმინეთის ელჩიც იყო.
სტოლტენბერგის მოადგილის რანგში უფლებამოსილების შესრულებას   ოქტომბრის შუა რიცხვებიდან შეუდგება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები