“დღეს რომ „ქართულმა ოცნებამ“ გიორგი გახარია თანამდებობიდან გაუშვას, გადატრიალების შემდეგი მცდელობა წარმატებით დაგვირგვინდება”

“დღეს  რომ „ქართულმა ოცნებამ“ გიორგი გახარია თანამდებობიდან გაუშვას, გადატრიალების შემდეგი მცდელობა აუცილებლად წარმატებით დაგვირგვინდება”, – ამის შესახებ ანალიტიკოსმა ნიკოლოზ ლალიაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, ეს იქნება არა „ქართული ოცნების“ გადატრიალების, არამედ სახელმწიფოს გადატრიალების მცდელობა.
„შესაძლებელია, გახარია არის ყველაზე ძლიერი მინისტრი, მაგრამ, როგორც კი ჩვენ ვიტყვით, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ სამიზნე იმიტომ გახდა, რომ გახარია არის ძლიერი მინისტრი, ის არის „ქართული ოცნების“ საკრალური შუაგული და თუ მას ჩამოვიშორებთ, მაშინ ადვილი გახდება „ქართული ოცნების“ ჩამოშლა, ამაში ჩვენ არ უნდა შევიდეთ. ძალა აბსოლუტურად პროპორციულად იყო გამოყენებული და ის, რაც შემდგომ ამ ყველაფერს მოჰყვა, სრულიად ცალსახად მაფიქრებინებს, რომ, დღეს რომ „ქართულმა ოცნებამ“ გიორგი გახარია თანამდებობიდან გაუშვას, მაშინ გადატრიალების შემდეგი მცდელობა აუცილებლად წარმატებით დაგვირგვინდება, ოღონდ „ქართული ოცნების“ გადატრიალების კი არა, სახელმწიფოს გადატრიალების მცდელობა. ამიტომ, „ქართული ოცნება“ თუ ამ ნაბიჯს გადადგამს, ჩვენ, ჩვეულებრივ მოკვდავებს, სხვა არაფერი დაგვრჩება, თუ არა ის, რომ მივიჩნიოთ, „ქართულ ოცნებასაც“ ჰქონდა დაინტერესება ამ გადატრიალებისა“, – განაცხადა ნიკოლოზ ლალიაშვილმა.

ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ გახარიას გადადგომა ნიშნავს,   ქართველმა ხალხმა დაკარგა სახელმწიფო მომენტალურად და „ქართულმა ოცნებამ“ ეს არ უნდა გაბედოს.
„გახარიას გადადგომა ნიშნავს, რომ ქართველმა ხალხმა დაკარგა სახელმწიფო მომენტალურად. ძალიან მალე მოვა გადატრიალების ახალი მცდელობის მომენტი, ნებისმიერ თემაზე, ჩვენ ხომ ეს აქამდე ვნახეთ და ეს გადატრიალების მცდელობა, 20 ივნისისგან განსხვავებით, აუცილებლად წარმატებით დაგვირგვინდება. „ქართულმა ოცნებამ“ არავითარ შემთხვევაში   უნდა გაბედოს და თანამდებობიდან არ უნდა გაუშვას გიორგი გახარია“, –  განაცხადა ნიკოლოზ ლალიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები