ერაყში თურქი დიპლომატები მოკლეს

ერაყის ქურთისტანის, დედაქალაქ ერბილში ერთ-ერთ რესტორანზე თავდასხმა მოხდა, სადაც თურქეთის საკონსულოს თანამშრომლები იმყოფებოდნენ.
როგორც მედიას ერაყის ძალოვან უწყებაში წყარომ განუცხადა, სროლის შედეგად თურქეთის გენერალური კონსულის მოადგილე და ორი დიპლომატი დაიღუპა.
ბაღდადში თურქეთის საელჩო მომხდარს ადასტურებს, თუმცა დაღუპულების ზუსტ თანამდებობას არ ასაჯაროვებს.
ერაყსა და თურქეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობა არსებობს, თუმცა ქურთთა საკითხთან დაკავშირებით მრავალი წელია ქვეყნებს შორის ურთიერთობა დაძაბულ ხასიათს ატარებს.
ერაყის ქურთისტანი ერაყის შემადგენლობაში ფართო ავტონომიის მქონე სახელმწიფო წარმონაქმნია, რომელსაც დამოუკიდებლობა სურს, რასაც თავის მხრივ, ანკარა ეწინააღმდეგება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები