კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების წევრი-ქვეყნები მათ საზღვრებთან ჰაერსაწინააღდემგო სისტემების განლაგების გამო შეშფოთებას გამოთქვამენ

კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციის წევრი-ქვეყნებს მათ საზღვრებთან დამრტყმელი საჯარისო დანაყოფების განლაგება და ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების განთავსება აშფოთებთ.
ამის შესახებ კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა, ვალერი სემერიკოვმა განაცხადა.
„სამწუხაროდ, შეშფოთებით უნდა აღინიშნოს, რომ გლობალური არასტაბილურობის ფონზე რეგიონში სამხედრო-პოლიტიკური ვითარება უარყოფითი სცენარით ვითარდება. შეუძლებელია, არ იწვევდეს შეშფოთებას ის ფაქტი, რომ წევრი-ქვეყნების უშუალო საზღვრებთან დამრტყმელი საჯარისო დანაყოფები არის განთავსებული და ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების განლაგება მიმდინარეობს“, – განაცხადა სემერიკოვმა.

მისივე თქმით, მცირე და საშუალო რადიუსის მოქმედების რაკეტების შეთანხმების შეჩერების ფონზე ვითარება მწვავდება.
სემირიკოვი ამბობს, რომ აღნიშნული გამალებულ შეიარაღებას გამოიწვევს, რომელშიც, შესაძლოა, ჩაერთოს ევრაზიის ქვეყნებიც.
კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციის წევრი-ქვეყნებია: სომხეთი, ბელარუსი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, რუსეთი და ტაჯიკეთი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები