რუსეთის სასამართლომ უკრაინელ მეზღვაურებს პატიმრობის ვადა გაუხანგრძლივა

რუსეთის ლეფორტოვის სასამართლომ 2018 წლის 25 ნოემბერს ქერჩის სრუტეში დაკავებული 24 მეზღვაურიდან ექვსს პატიმრობის ვადა გაუხანგრძლივა.
სასამართლოს გადაწყვეტილებით, 6 მეზღვაური რუსეთის საპატიმროში კიდევ 3 თვის განმავლობაში, 24 ოქტომბრამდე დარჩება.
დანარჩენ მეზღვაურებთან დაკავშირებით სასამართლო უახლოეს დროს გაიმართება.
რუსეთმა ქერჩის სრუტეში 24 უკრაინელი მეზღვაური და სამი გემი 2018 წლის 25 ნოემბერს, დილის საათებში დააკავა.
მათ ბრალს რუსეთის საზღვრის უკანონო გადაკვეთა ედებათ. მოგვიანებით მეზღვაურებმა განაცხადეს, რომ რუსეთმა ისინი ტყვედ აიყვანა.
უკრაინელი მეზღვაურების გათავისუფლებას კიევთან ერთად დასავლეთიც ითხოვს.
უკრაინის ახლადარჩეული პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკიმ პირობა დადო, რომ დაკავებულ მეზღვაურებს სახლში აუცილებლად დააბრუნებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები