20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებულ შსს-ს თანამშრომელს პატიმრობა შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, 20-21 ივნისს პარლამენტის შენობის წინ აქციის დაშლისას სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით დაკავებულ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელს, ლევან იმერლიშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
დღევანდელ სასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარემ დაკავებული სამართალდამცველისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობა დააყენა.
დაკავებულის ადვოკატმა კი მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ 5 000-ლარიანი გირაოს გამოყენების შუამდგომლობა დააყენა.
სამართალდამცველს ბრალი ოფიციალურად გუშინ წაუყენეს. ის დუმილის უფლებით სარგებლობს.
შეგახსენებთ, რომ, 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი, ლევან იმერლიშვილი 15 ივლისს დააკავა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები