რაულ ხაჯიმბა დე ფაქტო აფხაზეთის პრეზიდენტად კენჭს მეორე ვადით იყრის

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი, რაულ ხაჯიმბა ე.წ. არჩევნებში კენჭს იყრის.
მისი კანდიდატურა საინიციატივო ჯგუფმა წარადგინა.
ე.წ. ცესკო-ში კანდიდატების წარდგენა 16 ივლისს დასრულდა.
საინიციატივო ჯგუფებისა და ორი პარტიის მიერ კანდიდატებად წარდგენილი არიან: ლეონიდ ძაფშბა, ალხას კვიწინია, შამილ არძინბა, არტურ ანქვაბი, ოლეგ არშბა, ალმას ჯაპუა, ასტამურ კაკალია, ასტამურ ოტირბა, ასტამურ ტარბა და რაულ ხაჯიმბა.
რაც შეეხება „ედინაია აბხაზიას“ ე.წ. პრეზიდენტობის კანდიდატს, ასლან ბჟანიას – მისი კანდიდატურის წარდგენა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ მოხერხდა. ბჟანია აპრილში  მოწამვლის შემდეგ მკურნალობას გერმანიის ერთ-ერთ კლინიკაში გადის.
ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები 25 აგვისტოს გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები