ბიძინა ივანიშვილი: გახარიას გადადგომა იქნებოდა დღეს სამშობლოს ღალატი

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი 20-21 ივნისს განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ შს მინისტრის გადადგომა სამშობლოს ღალატი იქნებოდა.
ხოლო იმ ადამიანებს, ვინც იმ დღეს პარლამენტში შესვლას ცდილობდა, მისი თქმით, სახელმწიფოს გადატრიალების მეტი არაფერი სურდათ.
„გახარიას გადადგომა იქნებოდა დღეს სამშობლოს ღალატი, პირდაპირი მნიშვნელობით. პოლიტიკოსებს, რომლებიც ამ მოწოდებებს აკეთებდნენ და ცდილობდნენ, პარლამენტში შესულიყვნენ, ან რა უნდოდათ პარლამენტში ძალით რომ შედიოდნენ, თუ არა სახელმწიფო გადატრიალება, რა თქმა უნდა, ეს სურდათ. გახარია რომ გადადგეს, ესე იგი, შინაგან საქმეთა სამინისტრო აღარ არსებობს“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები