პრემიერ-მინისტრი კულტურის სამინისტროს წარმატებული პროექტების შესახებ

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პრესკონფერენციაზე კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიერ განხორციელებული რამდენიმე პროექტი წარმატებულად შეაფასა:
,,მინდა, აღვნიშნო ის წარმატებული პროექტი, რომელიც კულტურის სამინისტრომ დაიწყო ტაო-კლარჯეთში: 5 ექსპედიციის შედეგად იშხნის სარეაბილიტაციო სამუშაოები წარმატებულად მიმდინარეობს. თურქული მხარის დაპირებისამებრ, რესტავრირებულ ქართულ ძეგლებს ისტორიული ფუნქცია აღუდგება. ასევე, აღსანიშნავი იყო გასულ წელს „იუნესკოს“ მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც „ქვევრის ღვინოს“ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი“ მიანიჭეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები