ევროკომისიის პრეზიდენტად ურსულა ფონ დერ ლეიენი აირჩიეს

ევროკომისიის პრეზიდენტის თანამდებობაზე ურსულა ფონ დერ ლეიენი აირჩიეს. გერმანელ პოლიტიკოსს 747-სავარძლიან ევროპარლამენტში ასარჩევად 374 ხმის მოპოვება სჭირდებოდა. ხმების დათვლის შედეგად კი დადგინდა, რომ ურსულა ფონ დერ ლეიენმა 383 ხმა მოიპოვა. მის წინააღდეგ კი 327-მა დეპუტატმა მისცა ხმა. შესაბამისად, ის ევროკომისიის პრეზიდენტის თანამდებობაზე წინამორბედს, ჟან-კლოდ იუნკერს პირველი ნოემბრიდან შეცვლის.

გერმანიის თავდაცვის მინისტრი, ურსულა ფონ დერლეიენი გაერთიანების ისტორიაში ევროკომისიის პირველი ქალი ხელმძღვანელია. აღსანიშნავია, რომ 2013 წელს პოლიტიკოსი გერმანიის თავდაცვის პირველი ქალი მინისტრი გახდა. მას შემდეგ, ფონ დერ ლეიენს აღნიშნული თანამდებობა უკავია. ბოლო ათწლეულის განმავლობაში, ის ანგელა მერკელის მჭიდრო მოკავშირეა და საზოგადოების დიდი ნაწილი გერმანიის მომავალ კანცლერად მოიაზრებდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები