პრემიერი არც ერთი გუბერნატორის მუშაობით უკმაყოფილო არ არის

გუბერნატორებს ყველა რაიონი და სოფელი აქვთ შემოვლილი და თუ რაიმე შეუძლიათ, შესაძლებლობის ფარგლებში აკეთებენ, – ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა მასმედიასთან შეხვედრისას განაცხადა. მისი თქმით, ის არც ერთი გუბერნატორის მუშაობით უკმაყოფილო არ არის და ისინი 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ. როგორც პრემიერმა აღნიშნა, გუბერნატორებს დღემდე არ ჰქონდათ საშუალება, რომ ეფექტურად, ბოლომდე განეხორციელებინათ სამუშაოები. “ეს იყო გამომდინარე იქიდან, რომ ბევრ რაიონში იყო დარჩენილი ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები, რომლებიც ყოველდღიურ რეჟიმში სახელმწიფოს წინააღმდეგ საბოტაჟს ეწეოდნენ და ძალიან ბევრი ბარიერი არსებობდა. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, რადგან ჯანსაღი ძალა მოვა ადგილობრივ ხელისუფლებაში და ისინი მოსახლეობაში წლების განმავლობაში დაგროვილი პრობლემების გამოსწორებაზე იფიქრებენ”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები