ირაკლი ღარიბაშვილი: პაატა ზაქარეიშვილის შეცვლას არ ვაპირებ

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, იგი პაატა ზაქარეიშვილის გადაყენებას არ აპირებს. ღარიბაშვილის თქმით, მთავრობამ გამყოფი ხაზების მიმდებარე სოფლებში იმაზე მეტი გააკეთა, ვიდრე ეს ჩანს, რადგან არ შუქდება.
“პაატა ზაქარეიშვილის შეცვლას მე არ ვაპირებ. ის ძალიან კარგად, ეფექტურად მუშაობს და არ მესმის, რატომ უნდა შევცვალო. მთავარი, რაც ამ სამინისტრომ და მთავრობამ გააკეთა, სიმბოლური იყო თუნდაც სამინისტროს სახელის შეცვლა. ამ სამინისტროს ერქვა რეინტეგრაციის სამინისტრო და ჩვენ დავარქვით შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სამინისტრო. ამ სახელიდან ჩანს ჩვენი პოლიტიკა, დამოკიდებულება და მიდგომა იგივე აფხაზეთთან, ოსებთან და, ზოგადად, უმცირესობებთან მიმართებაში. მიმაჩნია, რომ პაატა კარგად მუშაობს, აკეთებს იმას, რაც შეუძლია გააკეთოს. იმაზე მეტს ვერ მოვთხოვთ, რისი გაკეთებაც შეუძლებელია ამ ეტაპზე”, -განაცხადა პრემიერმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები