საბერძნეთში სასულიერო პირები სახელმწიფო მოხელეების სტატუსით კვლავ ისარგებლებენ

საბერძნეთის ახალმა კონსერვატიულმა მთავრობამ წინამორბედის გეგმაზე უარი განაცხადა, რომელიც სასულიერო პირებისთვის სახელმწიფო მოხელის სტატუსის მინიჭებას გულისხმობდა, წერს Reuters.
საბერძნეთის მართლმადიდებელ ეკლესიაში სასულიერო პირები სახელმწიფო მოხელეებად ითვლებიან, რომელთა წლიური ბიუჯეტი 200 მლნ ევროს შეადგენს და სახელმწიფო ბიუჯეტიდან გაიცემა.
საბერძნეთის ყოფილმა პრემიერმა ალექსის ციპრასმა და საბერძნეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარმა იერონიმმა წინასწარ შეთანხმებას 2018 წლის 6 ნოემბერს მიაღწიეს.
მაშინდელი შეთანხმების მიხედვით, სახელმწიფო ყოველწლიურად სუბსიდიას სპეციალურ ფონდში გადარიცხავდა, რომელიც ერთობლივი ძალისხმევით უნდა შექმნილიყო. სწორედ აღნიშნული ფონდიდან მოხდებოდა სასულიერო პირებისთვის ხელფასის გადახდა. შეთანხმებით, სახელმწიფოს ეძლეოდა შესაძლებლობა ეკლესიის საკუთრებით ესარგებლა.
მაშინდელი შეთანხმების რატიფიცირება მინისტრთა კაბინეტს, პარლამენტს და სასულიერო ლიდერებს უნდა მოეხდინათ. თუმცა, ცნობილი იყო, რომ რიგი სასულიერო პირი აღნიშნულს არ ეთანხმებოდა და სტატუსის შესანაარჩუნებლად ბრძოლასაც გეგმავდა.
საბერძნეთის ახალმა პრემიერ-მინისტრმა კირიაკოს მიცოტაკისმა, დღეს იერონიმთან შეხვედრა გამართა და განაცხადა, რომ მისი მთავრობა კონსტიტუციაში შესაბამისი ცვლილების შეტანას არ გეგმავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები