ერთკვირიანმა გადაუღებელმა წვიმებმა სამხრეთ აზიაში 150 ადამიანი იმსხვერპლა, 6 მლნ კი, დაშავდა

სამხრეთ აზიაში ერთკვირიანი გადაუღებელი წვიმები რეგიონში წყალდიდობის და მეწყრული პროცესების მიზეზი გახდა.
CNN-ის ინფორმაციით, ბუნებრივი კატაკლიზმის ზონაში მოხვედრილ ოთხ ქვეყანაში, ერთ კვირაში სულ მცირე 150 ადამიანი დაიღუპა, ათობით ათასი ევაკუირებულია.
ადგილობრივი ხელისუფლების მონაცემით, ნეპალში დაღუპულად 78 ადამიანია მიჩნეული, ინდოეთში 29, პაკისტანში 28, ბანგლადეშში კი, 16.
დატბორვის ზონაში, მხოლოდ ინდოეთში 6,7 მლნ ადამიანი აღმოჩნდა.
სტიქიის შედეგად დატბორილია მილიონი ჰექტარი სასოფლო მიწა, დაზიანებულია სახლები და წაღებულია გზები, დახოცილია შინაური ცხოველი. სოფლებში მცხოვრები მოსახლეობა ნავებით გადაადგილდება.
ფედერალური ორგანოები 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ.
სინოპტიკოსების პროგნოზით უახლოეს დღეებში წვიმები შენარჩუნებული იქნება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები