Die Welt: რუსეთი ევროპაში რეგიონალური ომებისთვის ემზადება – შავი ზღვის ქვეყნები იერიშის დაწყების ადგილად განიხილება

რუსეთი „აკრძალული“ რაკეტების შემუშავებას აგრძელებს და ევროპაში რეგიონალური ომებისთვის ემზადება, – ნათქვამია გერმანული გაზეთის Die Welt-ის მასალაში.
სტატიის ავტორები ნატოს ყოფილი გენერალური მდივნის მოადგილის ხაინრიხ ბრაუსის და კიელის უნივერსიტეტის უსაფრთხოების პოლიტიკის ინსტიტუტის დირექტორის იოაჰიმ კრაუზეს მოხსენებას ეყრდნობიან.
მათი თქმით, რუსეთის მთავრობა დასავლეთის ქვეყნებთან კონფრონტაციას შეგნებულად ეძებს და ცდილობს მსოფლიო წყობილების განადგურებას.
გარდა ამისა, მომხსენებლები საუბრობენ იმაზე, რომ მოსკოვის გეგმაშია ნატოს ერთიანობაში ბზარის შეტანა. კრაუზეს და ბრაუსის თქმით, რუსეთი „მოულოდნელი დარტყმისთვის“ ემზადება, რომელსაც ფონად ბირთვული დარტყმის საფრთხე დაედება.
ექსპერტების აზრით, შეტაკებების დაწყების სავარაუდო ადგილი, შესაძლოა გახდეს ბალტიისპირეთი, პოლონეთი, უკრაინა და შავი ზღვის ქვეყნები. ასევე აღნიშნულია, რომ კონფლიქტებში საკვანძო როლს გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე გერმანია შეასრულებს.
ექსპერტები გერმანიის მთავრობას მიმართავენ, რომ ბუნდესვერი საბრძოლო მდგომარეობაში იყოს მოყვანილი, რომ ნატოს დავალებები დროულად შეასრულონ.
Die Welt -ის მასალას რუსი დეპუტატები გამოეხმაურნენ.
როგორც დუმის თავდაცვის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ალექსანდრე შერინმა განაცხადა, რუსეთი ევროპის სტაბილურობასა და კეთილდღეობაშია დაინტერესებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები