„ე.წ.გასაღები მობილური ოპერატორების ხელში არ უნდა იყოს“

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის აზრით, ფარულ მოსმენებზე წვდომის ე.წ. გასაღები მობილური ოპერატორების ხელში არ უნდა იყოს.
“დავიწყოთ იმით, რომ არავითარი “გასღები” არ არსებობს და აქაც არასწორი ინფორმაციაა, ატყუებენ მოსახლეობას. წვდომა, გასაგებია აქვს, მაგრამ ჩვენ ერთი მხრივ, უნდა მოვაწესრიგოთ ეს სიტემა, რომ არ განმეორდეს უკანონო მოსმენების დრო. რაც შეეხება შეკითხვას, “გასაღები” ვის ხელში უნდა იყოს, ჩვენ გვაქვს სურვილი და რეალური მოტივაცია, ავაშენოთ ძლიერი სახელმწიფო. ასეთ ძლიერ სახელმწიფოში უმაღლეს დონეზე უნდა იყოს დაცული უსაფრთხოება. ამ ეტაპზე, მე მიმაჩნია, რომ ეს “გასაღები” არ უნდა იყოს მობილური ოპერატორების ხელში, ეს არასწორია”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ამასთან, პრემიერის განცხადებით, არსებობს სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხები, რომელზეც ღიად საუბარი არ შეიძლება და რომელზეც უსაფრთხოების სამსახურები მუდმივ რეჟიმში ზრუნავენ. მისივე თქმით, სახელმწიფო ინტერესების შელახვას და უსაფრთხოების შესუსტებას არ დაუშვებს.
“ჩვენ ვალდებული ვართ, ამ ორგანოებს დავემორჩილოთ, ყურად ვიღოთ და გავითვალისწინოთ ის საფრთხეები, რომელიც მათი შეფასებით, მომდინარეობს ამა თუ იმ კუთხიდან, მაგრამ მე გარწმუნებთ, რომ ჩვენ გავაკეთებთ მაქსიმალურად მოქნილ და დაბალანსებულ მექანიზმს, რაც, ერთი მხრივ, გამორიცხავს უკანონო მოსმენებს და მეორე მხრივ, უზრუნველყოფს სახელმწიფო უსაფრთხოების დაცვას. ჩვენ ამ იდეალურ ბალანსს, ოქროს შუალედს აუცილებლად ვიპოვით”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები