ლატვიის საზღვართან რუსული თვითმფრინავები და გემი გამოჩნდნენ

0

ბალტიის ზღვაში, ლატვიის საზღვართან ერთდროულად 5 რუსული თვითმფრინავია იდენტიფიცირებული.
ამის შესახებ ინფორმაცია ლატვიის ეროვნული შეიარაღებული ძალების Twitter-ის გვერდზე ვრცელდება.
ინფორმაციის თანახმად, 15 ივლისს ლატვიის საზღვართან იდენტიფიცირებულია ორი სუ-27, ორი ტუ -160 და ერთი ა-50.
16 ივლისს კი, ლატვიის საზღვარს რუსული ხომალდი „ვიქტორ კონეცკი“ მიუახლოვდა.
ცნობისთვის, უკრაინაში კონფლიქტის დაწყებიდან და დასავლეთთან ურთიერთობის დაძაბვის ფონზე, რუსული სამხედრო გემები და თვითმფრინავები ბალტიის საჰაერო და საზღვაო საზღვრებთან უფრო ხშირად ფიქსირდებიან.
ამასთან, რუსული გემები და თვითმფრინავები უცხო ქვეყნის საჰაერო თუ საზღვაო სივრცეს არ არღვევენ, მაგრამ რაც შეეხება საჰაერო სივრცეს, აქ სამოქალაქო ავიაციისთვის იქმნება საფრთხე.
ბალტიის და ბრიტანეთის ქვეყნების ლიდერებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ მათი ქვეყნების მახლობლად განხორციელებული ფრენებით რუსეთი ძალის დემონსტრირებას ახდენს და ნატოს რეაქციას ცდის.

კომენტარები

კომენტარი