ყაზახეთმა „გაზპრომს“ ზურგი აქცია

ყაზახურმა „არსელორ მიტალ ტემირტაუმ“, ევროკავშირის სანქციების გამო, „გაზპრომნეფტ“-ის შვილობილ კომპანიასთან, „ნიკ ოილთან“ კონტრაქტი გაწყვიტა.
ყაზახურ კომპანიაში განაცხადეს, რომ “გაზპრომ ნავთობთან“ დადებული ხელშეკრულება ორგანიზაციის გენერალურ დირექტორს, პარამჟიტ კალონს „რეპუტაციულ რისკებს უქმნის“, რადგან ის უკრაინულ ფილიალს ხელმძღვანელობს.
„თავის მხრივ, „გაზპრომ ნავთობში“ შექმნილ ვითარებას „გაუგებრობა“ უწოდეს, თუმცა აღნიშნეს, რომ კომპანიის იურისტები ყაზახური მხარის გადაწყვეტილებას სწავლობენ.
„ნიკ ოილის“ ხელმძღვანელმა ნიკოლაი გარდერმა განაცხადა, რომ კომპანია ყაზახურ მხარესთან უკვე რვა წელია, თანამშრომლობს და გეგმავს, ყაზახეთის მეწარმეთა პალატას საჩივრით მიმართოს.
რუსული „გაზპრომ ნავთობი“ 2014 წლის სექტემბრიდან აშშ-სა და ევროკავშირის სექტორალურ სანქციებშია მოხვედრილი. გარდა ამისა, კომპანიაზე ვრცელდება ფინანსური სანქციები, რომელიც გულისხმობს ხანგრძლივი დაფინანსების მოზიდვის შეზღუდვას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები