ვინ გახდება ევროკომისიის ახალი თავმჯდომარე – გერმანიის თავდაცვის მინისტრი კენჭისყრის შედეგის მოლოდინშია

0

ევროპარლამენტში დღეს ევროკომისიის თავმჯდომარის კენჭისყრა გაიმართება. თანამდებობაზე წარდგენილია მხოლოდ ერთი კანდიდატურა – გერმანიის თავდაცვის მინისტრი, ურსულა ფონ დერ ლიაიენი.
გერმანელ მინისტრს გამარჯვებისთვის ევროპარლამენტარების სულ მცირე 374 ხმა სჭირდება, თუმცა დაახლოებით ორი კვირაა, ის უმრავლესობის მოპოვებას ვერ ახერხებს.
ამასთან, ევროპარლამენტის კულუარებში არ ცხრება კამათი იმასთან დაკავშირებით, რომ აღნიშნული კენჭისყრით ირღვევა ე.წ. Spitzenkandidaten პრინციპი, რომლის მიხედვითაც ევროკომისიის თავმჯდრომარეობისთვის პარტიული სიების პირველი ნომრები უნდა იბრძოდნენ.
ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერების მოლაპარაკების შედეგად კი  თანამდებობაზე წარდგენილია მხოლოდ ევროპის უმსხვილესი სახალხო პარტიის წევრი, გერმანელი “ქრისტიან დემოკრატი” – ურსულა ფონ დერ ლაიაენი.
შეგახსენებთ, რომ, ევროსტრუქტურებში ხელმძღვანელი პირების შეცვლის ფარგლებში, ხანგრძლივი მოლაპარაკების შედეგად ევროპის საბჭოს თავმჯდომარედ 2 ივლისს ბელგიის პრემიერმინისტრი, შარლ მიშელი იქნა არჩეული.
შარლ მიშელი მოქმედ პრეზიდენტ დონალდ ტუსკს ჩაანაცვლებს და უფლებამოსილების შესრულებას 1-ელი დეკემბრიდან შეუდგება.

კომენტარები

კომენტარი