ასანჟის როლი აშშ-ის არჩევნებში ჩარევის საქმეში – CNN-ის ექსკლუზიური მასალა

WikiLeaks-ის დამფუძნებელი, ჯულიან ასანჟი  ეკვადორის საელჩოდან 2016 წლის აშშ-ის არჩევნებში ჩარევის კამპანიას ხელმძღვანელობდა.
ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი იმ მასალებზე დაყრდნობით ავრცელებს, რომელიც მას ხელთ ჩაუვარდა.
CNN-ის ინფორმაციით, მოპოვებული მასალებით დგინდება, რომ ლონდონში, ეკვადორის საელჩოში ასანჟი საეჭვო დოკუმენტებს ღებულობდა, რომელიც შესაძლოა, ჰაკერების მიერ მოპარული ინფორმაცია ყოფილიყო.
მედიის ინფორმაციით, აღნიშნული დოკუმენტები სპეცპროკურორის, რობერტ მიულერის მოსაზრებას ამყარებს  იმის შესახებ, რომ ასანჟი საელჩოში უცხო ქვეყნების წარმომადგენლებს ხვდებოდა, რომლებსაც შეეძლოთ, მისთვის გარკვეული ფაილები გადაეცათ.
მოპოვებული მასალებიდან ირკვევა, რომ ასანჟი საკვანძო მომენტებში საელჩოს ტერიტორიაზე რუსეთის მოქალაქეებსა და წამყვან ჰაკერებს ხვდებოდა, მათი შეხვედრები კი  ზოგჯერ რამდენიმე საათის განმავლობაშიც გრძელდებოდა.
ასანჟზე თვალთვალს ესპანური კომპანია UC Global ეკვადორის მთავრობის დაკვეთით ახორციელებდა. ანგარიშში დაწვრილებით არის აღწერილი ასანჟის გადაადგილებისა და საელჩოში მისი ცხოვრების შესახებ.
ჯულიან ასანჟს აშშ-ის მთავრობა საიდუმლო მასალების გამოქვეყნებას ედავება. ის თავს რამდენიმე წლის განმავლობაში ლონდონში ეკვადორის საელჩოს აფარებდა, თუმცა აპრილში ბრიტანეთის პოლიციამ   საელჩოდან გააძევა და, ამჟამად, ის ბრიტანეთში ერთწლიან პატიმრობაში იმყოფება. თავის მხრივ, აშშ მის ექსტრადირებას ითხოვს.
CNN-ის მიერ მოპოვებულ ინფორმაციაზე WikiLeaks-ში კომენტარის გაკეთებაზე უარი განაცხადეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები