თურქეთი ევროკავშირის გადაწყვეტილებას პასუხობს

თურქეთი გმობს ევროკავშირის გადაწყვეტილებას ანკარასთან მაღალი დონის მოლაპარაკების გამართვასთან დაკავშირებით და კვიპროსთან ახლოს ბურღვით სამუშაოებს გააგრძელებს.
ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
უწყებაში აღნიშნავენ, რომ ევროკავშირის გადაწყვეტილება ხმელთაშუა ზღვაში თურქეთის ქმედებაზე გავლენას ვერ მოახდენს.
ევროკავშირის გადაწყვეტილებით, თურქეთს, კვიპროსის განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში ბურღვითი სამუშაოების გამო, ფინანსურ დახმარებაზე უარი ეთქვა. გარდა ამისა, ევროკავშირი მიმართავს ევროპის საინვესტიციო ბანკს, თურქეთთან დაკავშირებით საკრედიტო შეთანხმებას გადახედოს.
„ყურადღებით დავაკვირდებით მოვლენების განვითარებას და, საჭიროების შემთხვევაში, საკითხს აუცილებლად დავუბრუნდებით“, – ნათქვამია განცხადებაში.
თურქეთის საგარეო უწყებაში კი აცხადებენ, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება ნათელი დასტურია იმისა, თუ როგორი დამოკიდებულება აქვს ევროკავშირს კვიპროსის საკითხთან დაკავშირებით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები