რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა სურვილი გამოთქვა, თურქეთმა და რუსეთმა ანტისარაკეტო სისტემები ერთად აწარმოონ

“თურქეთს ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემების რუსეთთან ერთად წარმოება სურს”, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა ანკარაში პოლიციის ახალი შენობის გახსნის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, ორ ქვეყანას შორის მსგავსი თანამშრომლობა ედოღანის მიზანია.
„ახლა ჩვენს მიზანს რუსეთთან ერთობლივი წარმოება წარმოადგენს. ჩვენ ამას გავაკეთებთ. ჩვენ კიდევ უფრო შორს წავალთ“, – თქვა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.
თურქეთში რუსეთისგან შეძენილი „ეს-400“-ის სისტემების განთავსება 12 ივლისს დაიწყო. ერდოღანმა განაცხადა, რომ რუსეთისგან შეძენილი ანტისარაკეტო სისტემების თურქეთში ჩატანა 2020 წლის აპრილისთვის უნდა დასრულდეს.
თურქეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ამ დროისთვის ანკარაში ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემებით ცხრა თვითმფრინავი ჩაფრინდა.
ამერიკა კი, ანკარის მიერ რუსული ანტისარაკეტო სისტემების შეძენის გამო, თურქეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას არ გამორიცხავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები