საფრანგეთში მატარებელი ავტომობილს შეეჯახა – დაღუპულია ოთხი ადამიანი

საფრანგეთში სამგზავრო მატარებელი ავტომობილს შეეჯახა. მომხდარის შედეგად, დაიღუპა ოთხი ადამიანი. ამის შესახებ ინფორმაციას ფრანგული მედია ავრცელებს.

კატასტროფა ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, მარნას დეპარტამენტში მოხდა. დაღუპულთა შორის ერთი ქალი და სამი ბავშვია, ოთხივე ავტომობილში იმყოფებოდა, რომელსაც მატარებელი დაეჯახა.

კატასტროფის დროს მატარებელში 24 ადამიანი იმყოფებოდა, მათგან ოთხმა მსუბუქი დაზიანებები მიიღო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები