ზელენსკის ესკორტი ბავშვებით სავსე ავტობუსს შეეჯახა (ვიდეო)

0

ზაპოროჟიეს ოლქში უკრაინის პრეზიდენტის, ვლადიმირ ზელენსკის ესკორტი ავტობუსს შეეჯახა. ინფორმაციას უკრაინის საგზაო უსაფრთხოების სამსახური “ფეისბუქის” ოფიციალურ გვერდზე ავრცელებს.
უწყების ცნობით, ავტობუსს ბავშვები გადაჰყავდა, რომლებიც კურორტიდან ბრუნდებოდნენ. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ავარიის შემდეგ, პრეზიდენტი კიევში თვითმფრინავით გაემგზავრა.
გამოძიების ვერსიით, ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზი ავტოკოლონის მიერ მსუბუქი ავტომობილის გასწრება იყო.

კომენტარები

კომენტარი