მოსკოვში საპროტესტო აქციაზე 38 ადამიანი დააკავეს

მოსკოვის ცენტრში, სამართლიანი და კონკურენტუნარიანი არჩევნების ჩატარების მოთხოვნით, ოპოზიციის მხარდამჭერ აქციაზე 38 დემონსტრანტი დააკავეს.
საარჩევნო კომისიის შენობასთან 2000-ზე მეტი ადამიანი მას შემდეგ შეიკრიბა, რაც უწყებამ მოსკოვის საქალაქო დუმის არჩევნებში დამოუკიდებელი კანდიდატების სასარგებლოდ შეგროვებული ხელმოწერები გააუქმა. აქციის მონაწილეების მიიჩნევენ, რომ ეს გადაწყვეტილება ოპოზიციური კანდიდატების რეგისტრაციის გაუქმების წინაპირობაა.
მომიტინგეები ხელმოწერების კანონიერად აღიარებასა და ოპოზიციის არჩევნებზე დაშვებას მოითხოვდნენ. პოლიცია მომიტინგეებს ფიზიკურად გაუსწორდა და აქცია დაშალა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები