თურქეთში “ეს-400”-ის კომპონენტებით დატვირთული მერვე თვითმფრინავი დაეშვა

თურქეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ქვეყანამ რუსული საზენიტო-სარაკეტო სისტემა „ეს-400“-ის უკვე მერვე ნაწილი მიიღო.
“ეს 400″-ის მოწოდება დაგეგმილ რეჟიმში მიმდინარეობს”, – ნათქვამია უწყების პრესრელიზში.
ამ დროისთვის, არ ზუსტდება, თუ რამდენი თვითმფრინავი იქნება სულ საჭირო სისტემის სრულად გადასაზიდად.
თურქეთი, ბელარუსისა და ჩინეთის შემდეგ, მესამე ქვეყანა გახდა, სადაც რუსეთმა „ტრიუმფი“ განათავსა.
თურქეთის მიერ რუსული თანამედროვე სისტემის შესყიდვამ საერთაშორისო სკანდალი გამოიწვია. აშშ-მა თურქეთს მოუწოდა, უარი ეთქვა რუსულ სარაკეტო სისტემაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში, ვაშინგტონმა შესაძლოა, ანკარას „ეფ-35“-ის პროგრამაში წვდომა შეუზღუდოს. თურქეთმა დათმობაზე უარი თქვა.
„ეს-400“ შორ მანძილზე მოქმედი უახლესი სისტემაა, რომელიც ავიაციის, ფრთოსანი და ბალისტიკური რაკეტების, ასევე, სახმელეთო ობიექტების განადგურებისთვისაა განკუთვნილი. რუსული საზენიტო-სარაკეტო სისტემა 400 კილომეტრის რადიუსში მოქმედებს და სამიზნის განადგურება 30 კილომეტრის სიმაღლეზე შეუძლია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები