პორტუგალიაში სამი ქართველი დააკავეს – მათ ბრალი სახლების ქურდობაში ედებათ

პორტუგალიის პოლიციამ სამი ქართველი დააკავა, რომლებსაც, ადგილობრივი მედიის ცნობით, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების მაფიასთან ჰქონდათ კავშირი.
პორტუგალიური მედიის ინფორმაციით, მათ ქალაქ ვილა ნოვა დე გაიაში სახელოსნო ჰქონდათ მოწყობილი, სადაც რთული საკეტების გაღებაში ვარჯიშობდნენ.
​გავრცელებული ინფორმაციით, ისინი, ძირითადად, ფულს, ოქროსა და სეიფებს იპარავდნენ.
გამოძიების ცნობით, სამკაციანმა ჯგუფმა ხუთი თვის განმავლობაში, მინიმუმ, თორმეტი ბინა გაქურდა – ძირითადად, ქალაქ პორტუსა და მის შემოგარენში, სავარაუდოდ, ორი ბრაგასა და ლისაბონში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები