ბირთვული შეთანხმების მონაწილე ქვეყნები თეირანსა და ვაშინგტონს ესკალაციის დასრულებისკენ მოუწოდებენ
ბირთვული შეთანმხების მონაწილე, ევროკავშირის მუდმივმოქმედი წევრები – საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი, გერმანიასთან ერთად, ვაშინგტონსა და თეირანს ბირთვული შეთანხმების გარშემო ესკალაციის დასრულებისკენ მოუწოდებენ.
ქვეყნების ერთობლივ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ყველა მხარემ უნდა გაითვალისწინოს თავიანთი ქმედებების შესაძლო შედეგები.
ამასთან, წერილში ხაზგასმულია, რომ შეთანხმების არსებობა ირანის მიერ აღებული ვალდებულებების უპირობო შესრულებაზეა დამოკიდებული.
თავის მხრივ, ირანის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ქვეყანა მზადაა აშშ-სთან მოლაპარაკებებისთვის მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ირანის წინააღმდეგ ვაშინგტონი სანქციებს გააუქმებს.