ირაკლი ღარიბაშვილი: ციხე ბევრად უფრო გამჭვირვალე გახდა, ვიდრე უნდა იყოს დღეს
ციხე იმაზე ბევრად უფრო გამჭვირვალე გახდა, ვიდრე უნდა იყოს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
“სასჯელაღსრულების სისტემაში სოზარ სუბარს ძალიან ბევრი პრობლემა დახვდა. ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე ურთულესი სამინისტრო, სადაც ხდებოდა ადამიანის უფლებების დარღვევის გაუგონარი ფაქტები, წამება, არაადამიანური მოპყრობა. სოზარმა გააკეთა ძალიან ბევრი ამ მიმართულებით – რეალურად 180 გრადუსით შეცვალა პატიმრებისადმი მიდგომები.
დღეს ციხე იმაზე ბევრად უფრო გამჭვირვალე გახდა, ვიდრე უნდა იყოს და არის თანამედროვე ევროპულ სახელმწიფოებში. ამის არდანახვა და არაღნიშვნა უსამართლება იქნებოდა”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.