One Caucasus –  წერაქვში საერთაშორისო მულტიდისციპლინური ფესტივალი ჩატარდება

„მსოფლიოსადმი გზა გადის სოფელით, პატარა ქალაქით“ (მ. მამარდაშვილი )

22- 25 აგვისტოს, ქვემო ქართლში, სოფელ წერაქვში საერთაშორისო მულტიდისციპლინური ფესტივალი  – One Caucasus  ჩატარდება. როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა აცნობეს,  ეს არის პირველი ვუდსტოკ-ფესტივალი (Woodstock Festival) სამხრეთ კავკასიაში.
წერაქვი სამი კულტურის გზაგასაყარზეა- საქართველო, აზერბაიჯანი, სომხეთი, ეს არის მულტი ეთნიკური ადგილი, სადაც სხვადასხვა რელიგიისა და ეროვნების ადამიანები წლებია, მშვიდობიანად თანაცხოვრობენ, მულტიდისციპლინური  – მუსიკისა და თანამედროვე ხელოვნების ფესტივალი სხვადასხვა კულტურის წამომადგენელ, სხვადასხვა მუსიკალურ ჟანრში მუშაობის გამოცდილების მქონე ხელოვანებს საშუალებას აძლევს, ერთმანეთს შეხვდნენ და შექმნან საერთო მუსიკალური პროექტები, ერთად ააშენონ  ხელოვნების, არქიტექტურის, განათლებისა და შემეცნების ქალაქი, შემოქმედებითი, უსაფრთხო სივრცე სამხრეთ კავკასიის რეგიონში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის.
8 აგვისტოდან მოხალისეები ეწვევიან სოფელ წერაქვს და იწყებენ ათობით სამხატვრო, საგანმანათლებლო, არქიტექტურული და სხვა ქვე-პროექტების ორგანიზებას ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობით: ჩამოდი, შემოგვიერთდი, ნახე ერთიანი კავკასია და გახსოვდეს, რომ მსოფლიომდე გზა სწორედ პატარა სოფელზე გადის…

ფესტივალის მხარდამჭერები არიან: შემოქმედებითი საქართველო, პოლონეთის კულტურის სამინისტრო, პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო, ვარშავის მერია, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერია, ფრიდრიხ ნაუმანის ფონდი/გერმანია.

დამატებითი ინფორმაციისა და ფესტივალში მონაწილე მუსიკოსების სანახავად ეწვიეთ ბმულს: http://www.onecaucasus.org

გამოიწერეთ  ოფიციალური Youtube არხი და ნახეთ შექმნილი საერთო მუსიკალური პროექტები: https://www.youtube.com/channel/UCUGFSRJGrVXMwCfd2MqB88Q

ფეისბუქზე ფესტივალის გვერდია: https://www.facebook.com/OneCaucasus

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები