რევაზ ლაღიძის 98 წლის იუბილე სოფელ ობჩაში, მუსიკოსის მშობლიურ სახლში აღინიშნა
კომპოზიტორ რევაზ ლაღიძის 98 წლის იუბილე სოფელ ობჩაში, მუსიკოსის მშობლიურ სახლში აღინიშნა. ღონისძიებაზე ლაღიძის ცხოვრება და მოღვაწეობა, ობჩაში გატარებული წლები კიდევ ერთხელ გაიხსენეს და დიდ კომპოზიტორს პატივი მიაგეს.
საიუბილეო საღამოზე რევაზ ლაღიძის უკვდავი სიმღერები შეასრულეს, ღონისძიება ქართული ცეკვის ანსამბლებმა ქორეოგრაფიული ნომრებით გააფორმეს, გაიმართა ჭიდაობაც.
როგორც “კვირას” ბაღდათის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს, რევაზ ლაღიძის საიუბილეო ღონისძიებას მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე კახა ენუქიძე, მერის მოადგილე ფირუზ ბურჯანაძე, საკრებულოს თავმჯდომარე შალვა მშვილდაძე, კომპოზიტორის ახლობლები, საკრებულოს დეპუტატები, მერიის სამსახურების ხელმძღვანელები და სოფელ ობჩის მაცხოვრებლები დაესწრნენ.
საიუბილეო საღამო, ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების და სპორტის სამსახურის, ასევე ა.(ა).ი.პ. ხელოვნებისა და კულტურის ცენტრის ორგანიზებით გაიმართა.