„ვასილ კიკნაძის სახელობის ჯილდოს ფლობა არის ასმაგი პასუხისმგებლობა“…

თეატრმცოდნე ლაშა ჩხარტიშვილს ქართული სათეატრო კრიტიკის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის ვასილ კიკნაძის სახელობის ჯილდო მიენიჭა. ამის თაობაზე თავად ლაშა ჩხარტიშვილმა დაწერა ფეისბუქის გვერდზე, რომელსაც „კვირა“ უცვლელად გთავაზობთ:
„დღეს განსაკუთრებული დღე იყო ჩემს ცხოვრებაში. მეგობრების და კოლეგების გარემოცვაში საქართველოს თეატრალურ საზოგადოებაში აღვნიშნეთ ჩემი ბლოგის 10 წელი, საზოგადოებას წარვუდგინეთ ახალი ვებგვერდი – theatrelife.ge და საქართველოს თეატრალური საზოგადოების თავმჯდომარემ, ბატონმა გიორგი გეგეჭკორმა გადმომცა ვასილ კიკნაძის სახელობის ჯილდო, ქართული სათეატრო კრიტიკის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის.
ვასილ კიკნაძე ქართული სათეატრო კრიტიკის გამორჩეული ფიგურაა, რომელმაც სხვა საფეხურზე აიყვანა ქართული თეატრმცოდნეობა. გამიმართლა, რომ მის სახელოსნოში ვსწავლობდი, მისი ჯგუფი დავამთავრე, მისი თანამშრომელიც ვიყავი და მეგობარიც და ახლა მისი სახელობის ჯილდოს ფლობა არის ასმაგი პასუხისმგებლობა, გულწრფელად გპირდებით, ვეცდები.
არ შემიძლია, მადლობა არ გადავუხადო ყველას, ვინც ჩემი სიხარული გაიზიარა, ვინც დღეს მოვიდა, იმათაც ვინც ვერ მოვიდა, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ ამ დღეს ჩემთან ერთად უნდოდა. ყველას მადლობა, საქართველოს თეატრალურ საზოგადოებას, ბატონ ვასილ ჩიგოგიძეს, რომელიც ბევრ რამეში შემომეხიდა, მადლობა კოლეგებს, მეგობრებს.
ეს პირველი ჯილდო არ არის, მაგრამ განსაკუთრებულია.
მადლობა, ბატონო ვასო, თქვენ“, – წერს ლაშა ჩხარტიშვილი.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები