ზელენსკიმ დღეს რადაში ლუსტრაციის კანონპროექტი წარადგინა
უკრაინის პრეზიდენტმა, ვლადიმირ ზელენსკიმ რადაში ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ხელისუფლებაში მყოფი ადამიანების ლუსტრაციის კანონპროექტი წარადგინა.
ინფორმაციას უკრაინული გამოცემა „ცენზორი“ უკრაინის საკანონმდებლო ორგანოზე დაყრდნობით ავრცელებს.
ე.წ. მთავრობის წმენდის კანონპროექტის თანახმად, ისეთ მნიშვნელოვან სახელმწიფო თანამდებობებზე, როგორიცაა პრეზიდენტი, პრემიერმინისტრი, ვიცეპრემიერები, დეპუტატები, რადას სპიკერი და მინისტრები, გენპროკურორი, ასევე, უსაფრთხოებისა და დაზვერვის სამსახურების, ეროვნული ბანკის, ანტიმონოპოლიური კომიტეტის, სახელმწიფო ქონების ფონდისა და სახელმწიფო ტელე-რადიო კომიტეტის ხელმძღვანელებსა და მათ მოადგილეებზე აკრძალვა 10 წლით უნდა გავრცელდეს. საქმე მხოლოდ იმ მაღალჩინოსნებს ეხება, რომლებიც ამ პოზიციებს 2014 წლის 23 თებერვლიდან 2019 წლის 19 მაისამდე იკავებდნენ.
კანონპროექტის მიხედვით, ჩანაწერში ნათქვამია, რომ ინიციატივის ამოცანა სამომავლოდ ძალაუფლების ბოროტად გამოყენების პრევენციაა.