სერგი კაპანაძე: გახარიას აუცილებლად მოუწევს წასვლა და შესაძლოა, მისი სამართლებრივი პასუხისმგებლობაც დადგეს

„ჩვენ ვიხილეთ მატყუარა შს მინისტრი, რომელმაც ძალიან ბევრჯერ იცრუა პირდაპირ ეთერში“, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, სერგი კაპანაძემ განაცხადა.
მისი თქმით, გიორგი გახარიამ იცრუა, როდესაც თქვა, რომ თანამდებობაზე დარჩენა პასუხისმგებლობის აღებას ნიშნავს.

„ამით ამართლებს იმას, რომ, თურმე, რაღაც  გადატრიალება იგეგმებოდა. იცრუა, როდესაც თქვა, რომ არ ჰქონდათ სამართლებრივი საფუძველი მისი ქვეყანაში არშემოშვებისა. ამ დროს ჰქონდათ. იცრუა, როდესაც თქვა, რომ ხმოვანი გაფრთხილება მისცეს დემონსტრანტებს, ვიდრე გამოიყენებდნენ ძალას და არ მიუციათ ხმოვანი გაფრთხილება. იცრუა, როდესაც თქვა, რომ ყველაფერი ხდებოდა აუცილებელი მოგერიების ფარგლებში.
აუცილებელი მოგერიება შეიძლება, იყო რაღაც ეტაპზე, მაგრამ მას მერე, რაც რუსთაველზე გააგრძელეს რბევა დემონსტრანტების, არანაირი აუცილებელი მოგერიება   ყოფილა. ბოლოს იცრუა, რომ თანამდებობაზე დარჩენა ნიშნავს პასუხისმგებლობის აღებას. ეს არის პირიქით – მისი წასვლა იქნება პასუხისმგებლობის აღება და აუცილებლად მოუწევს წასვლაც და არა მარტო პოლიტიკური, შეიძლება, სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხიც დადგეს მისი“, – განაცხადა სერგი კაპანაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები