საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, მაია ცქიტიშვილის თქმით, “თი ბი სი ბანკის” დამფუძნებელს, მამუკა ხაზარაძეს უფლება აქვს, პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩაებას, თუმცა იმედოვნებს, რომ ეს ანაკლიის პროექტის განხორციელებას ხელს არ შეუშლის.
„რაც შეეხება ბატონი მამუკა ხაზარაძის განცხადებას – მას, როგორც საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს, აქვს უფლება, წამოიწყოს როგორც საზოგადოებრივი მოძრაობა, ასევე – ჩაებას პოლიტიკაში. იმედი მაქვს, რა თქმა უნდა, რომ ეს ამ პროექტის განხორციელებას ხელს არ შეუშლის. საკმაოდ კარგი გუნდი ჰყავთ, რომელიც უშუალოდ პროექტის განხორციელებაზეა ორიენტირებული“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.
შეგახსენებთ, „თი ბი სი ბანკის“ დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ სექტემბერში ახალ საზოგადოებრივ მოძრაობას აფუძნებს.