„დავიწყეთ ჩვენს მოძმე აფხაზებსა და ოსებთან შერიგების პოლიტიკა“
პრემიერ-მინისტრმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე აფხაზეთში მიმდინარე მოვლენები შეაფასა. ირაკლი ღარიბაშვილს მიაჩნია, რომ აფხაზეთში ჩვეულებრივი საკადრო გადაადგილება მიმდინარეობს. როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, აფხაზეთში მიმდინარე მიოვლენებთან დაკავშირებით, აჟიოტაჟის ატეხვა საჭირო არ არის. “რაც შეეხება აფხაზეთში მიმდინარე მოვლენებს, ამ ეტაპზე, არ არის საჭირო, ავტეხოთ აჟიოტაჟი და დავძაბოთ საზოგადოება. ჩემი შეფასებით, ეს არის ჩვეულებრივი საკადრო გადაადგილება. სპეკულაციებია, რომ თითქოს გალის მოსახლეობას შეექმნება პრობლემები.
მოგვიანებით, უფრო შესაძლებელი გახდება დასკვნების გაკეთება. ყველამ კარგად ვიცით, რაც ხდება აფხაზეთში, ღიად არის დეკლარირებული. რეალურად, დავიწყეთ ჩვენს მოძმე აფხაზებსა და ოსებთან შერიგების პოლიტიკა.
შევცვალეთ რიტორიკა, რომელიც წინა ხელისუფლებას ჰქონდა, ამ ეტაპზე, დამატებითი აჟიოტაჟის შექმნა არ გვსურს. ამას სჭირდება დადასტურება, დაკვირვება და სწორი ანალიზი. არ მსურს, ნაადრევად გავაკეთო კომენტარი. ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის პროცესში კი რუსეთი ჩარევას არ აპირებს.
რუსეთის ოფიციალურმა ხელისუფლებამ დაადასტურა, რომ ჩარევას არ აპირებას. ვერ ვხედავ ვერავითარ ნიშანს, რომ ამ კუთხით მოვლენების რაიმე განვითარებას უნდა ველოდოთ “, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.